• As for me

კრაზანა

~ What do you read, my Lord? "Words, words, words"..

კრაზანა

Blog Archives

შენიშვნა

One girl

29 ხუთშაბათი მაისი 2014

Posted by marywasp in პირველი ნაბიჯები

≈ დატოვე კომენტარი

სახელი : კრაზანა
ასაკი: 16 წლის
ხასიათი : ფლეგმატური, მოწოდებით  ინტროვენტი 😀
ვარ: უცნაური ვარ.

მიყვარს :ჰარი პოტერი
ბავშვობაში  მეგონა რომ: არასოდეს გავიზრდებოდი, მგონი ახლაც ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ  გავიზარდე.
ვცხოვრობ : მიღმა  სამყაროში, საოცარი  უნარი  მაქვს არაფრის კეთების, თუმცა  ეს  პერიოდი , ჩემი  ამ  ფრიად კეთილშობილური თვისების  რეალიზებას  ვეღარ  ვახდენ,  დასანანია.. :/

მეგობრები : მეგობრები არ მყავს ან ხანდახან მყავს 😀
ადამიანები : ადამიანებს ჩემი არ ესმით ან არ უნდათ რომ ესმოდეთ, ან..ან…
ვუსმენ : კარგ მუსიკას, ისეთს ჩემთან ახლოს რომაა და სულში მწვდება, გულის გავლით. კიდევ საინტერესო ადამიანებს ვუსმენ , საინტერესო სამყაროთი.
არ მჩვევია : ადამიანთა აპოთეზირება, არც იდეალები მყოლია არასდროს, მაგრამ მყავს ჩემი ადამიანები. აი, მაგალითისთვის სხვადასხვა სეგმენტის ხალხს ჩამოვთვლი. მიყვარს : ვილ სმიტი, მერილ სტრიპი და ჯუდი ფოსტერი. ერთმანეთისგან განსხვავებული, საოცრება ხალხი, რომელთა შემოქმედება ჩემთვის ძალიან ძვირფასია, გამორჩეული და უბრალოდ მაბედნიერებს. ჩემი გრავატარიდან გამოდინარე კი ადვილი მისახვედრია ,რომ ნაომი კემბელიც მომწონს.

კიდევ  კურტ  კობეინი  და  ვასფი( როკ -ჯფუფი)  მიყვარს  მთლიანი  შემადგენლობით,  ბლექი  განსაკუთრებულად.
ვასფზე  ძალიან ,  ძალიან  ბევრი  რამის  თქმა  მინდა , რომ  ჩემია,  რომ  ჩემშია,  რომ  ძალას მმატებს ,  რომ …  რომ  მის სიყვარულში  ვერავინ  შემეცილება.  ცალკე  სამყაროა,  სიცოცხლის არსია,  ჩემი  მასტიმულირებელი  ძალაა.  უბრალოდ ყველაფერია  რეალურიდან  ირეალურამდე..  ჩემი  მიღმა  სამყაროს  განუყოფელია  ნაწილია,  რომ  არა  ის,  არც  მე!!!  მისით ვარსებობ , მისითვე  ვსუნთქავ.

ჩემი  წიგნი :  ვოინიჩის  კრაზანა ❤  ასე,  უბრალოდ  ვგიჟდები  ყოველგვარი  ლამაზი  და  თბილი  სიტყვების  გარეშე.
ხო,  კიდევ  რა? კიდევ  ქარი მიყვარს,  წვიმაც  და  ყვავილებიც,  ღამეების  თენება  და  ალიონზე  მზესთან  შეხვედრა..
ახლაც  სიამოვნებით  ვუყურებ  მულტფილმებს,  ოღონდ  მთლად  უშინაარსო  და  უაზრობებსაც არა 😀

ფობიებიც  გამომერევა,  მცირე  დოზით.  ობობების  შიში  მაქვს,  რომელსაც  თუ  მეხსიერება  არ  მღალატობს  არაქნოფობია  ჰქვია მგონი, პირდაპირ  მძაგს ეს საზიზღარი  არსებები, მათი  საცეცები  მზარავს !.. ხო,  კიდევ  ერთი  ფობია  მაქვს , მაგრამ  არ  ვიცი როგორ აღვწერო,  ალბათ,  ისეთია  მარტო  მე  რომ  მჭირს ( არ გამიკვირდება )..

კითხვაზე  მიყვარს  თუ  არა ადამიანები, გადაჭრით ვერ გიპასუხებთ. ადამიანური  ადამიანები მიყვარს მე, თბილები, მგრძნობიარეები,  ისეთები  პოზიტივს რომ აფრქვევენ , შენი სიჩუმის რომ ესმით …მაგრამ ყოველთვის და ყველაგან უარყოფითი პერსონაჟები მიზიდავდა , სხვისი უარყოფითი ჩემი დადებითი იყო მუდამ ..

კიდევ, კიდევ ჩემი ბლოგი მიყვარს, დიზაინის შეცვლა და პოსტების წერა, რომ მეზარება, ის ბლოგი ❤

Share :

  • Twitter
  • Facebook
  • მეტი
  • Reddit

Like this:

Like იტვირთება. . .

კრაზანა/ wasp

კრაზანა/ wasp
Follow კრაზანა on WordPress.com

კატეგორიები

Blog at WordPress.com.

Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
  • გამოწერა Following
    • კრაზანა
    • Already have a WordPress.com account? Log in now.
    • კრაზანა
    • მორგება
    • გამოწერა Following
    • რეგისტრაცია
    • შესვლა
    • Report this content
    • View site in Reader
    • Manage subscriptions
    • Collapse this bar
%d bloggers like this: