მოკლედ ვთქვათ და მოვრჩეთ. შემაძრწუნებელი ამბები მოხდა,ასე მოულოდნელად. იმდენად მოულოდნელად, რომ პირველ ეტაპზე,აღქმაც კი გამიჭირდა. ვერ აღვიქვი,რომ ადიდებულმა ვერემ წყალს გაატანა ადამიანების სიცოცხლე,მათი ბევრწლიანი, შეკოწიწებული ცხოვრება. გააქრო ისე,თითქოს არც ყოფილან,არც უცხოვრიათ.მათი სიცოცხლე წაიყოლა და წავიდა.
მაგრამ დატოვა მოუშუშებელი იარა,ადამიანთა თვალებიდან სიხარული ამოშრიტა და ტკივილი გაამეფა,რომელიც არ ვიცი როდის გაივლის,ანდაც, გაივლის კი?!
ვგლოვობდით დაღუპულებს, განვიცდიდით მომხდარს, გვტკიოდა ამოჟლეტილი ცხოველების ხილვა,რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთნი ბრალს გვდებდნენ ;არაადამიანებად,უგრძნობ არსებებად გვრაცხავდნენ; წარმოუდგენლად მიაჩნდათ, ასეთ მძიმე დროს ცხოველებზე დარდი,მაგრამ,ეს ხომ სრულებით არ გამორიცხავს,რომ არანაკლები სიმძაფრით(თუ უფრო მეტად არა) განვიცდიდით დაღუპულ ახლაგაზრდა და ლამაზ სიცოცხლეებს. რა ვქნა… მტკივა ამოხოცილი ცხოველები (ც), ტრანკვილიზატორების დროული არმოქმედების, სხვა გზის არარსებობის,ყველას და ყველაფრის მიღმა.
როგორც ყოველთვის, ჩვეული ინტენსივობით ვრცელდებოდა აფსურდული მოსაზრებები ,მეტწილად საპატრიარქოდან.ყოველგვარ აზრსმოკლებულ განცხადებებს ავრცელებდა უნეტარესი, გადადნობილი ზარების და თავსდამტყდარი ღვითის რისხვის რაობაზე.ამიტომაც,მებრალებიან პატრიარქის მეხოტბენი,რომელიც სრულ ჭეშამრიტებად აღიქვამენ მის “ნააზრევს”.ეს არც პირველი იყო და არც უკანასკნელი,მაგრამ, ასეთ მძიმე დროს,ასეთ ვითარებაში, უბრალოდ მეტისმეტია. მიუხედავად ამისა,გაიღო საპატრიარქომ მოწყალება და შეეწია დაზარალებულთ. თანხის კოლოსალურობაზე ვერაფერს მოგახსენებთ. უბრალოდ, უნდა აღინიშნოს,ეს ისეთი იშვიათობაა. (თუმცა,მე მაინც პრადოების გადადნობის ვერსიას ვემხრობი3:) )
მთელ ამ ამბავში, არ შემიძლია არ გამოვყო პოზიტივი ბეგლარი, აშმალახა ,ვეფხვის ჯოხით განდევნის ამბები და ადამიანები,აი, ის ლომგულა გოგო-ბიჭები, ასე თავდაუზოგავად მშრომელები,ერთმუჭად შეკრულნი ქვეყნის იმედები. თუმცა, “ნაღებმა” სზოგადოებამ, მათ სრულიად უსასყიდლო ქმედებაშიც, დაინახა რაღაც ცუდი და ჩვეული ავსიტყვაობა არ დაიშურა. ხო,ასეთი ჩამყაყებული აზროვნების პროფესორ-ლექტორებიც,(თუ ვინ ჯანდაბებიც არიან),უნდა მოიშთას და აღიგავოს პირისიგან მიწისა 😀
და ბოლოს, მე მჯერა,რომ ძაძით მოსილ საქართველოში გამოიდარებს.
ესეც გაივლის!