საშინელი გრძნობაა ,როცა უძლურების განცდა გიპყრობს, როცა უმწეო ხარ , ხელ-ფეხ შეკრული, მაშინ როცა დღეს, შენ გვერდით, უდანაშაულო ადამიანებს უმოწყალოდ ხოცავენ . რა დაგრჩენია? კარგი აქციაზეც გახვალ. დაწერ, ილაპარაკებ, თუ საჭიროა იყვირებ კიდეც, მაგრამ ვერაფრს შეცვლი.
და სად არიან ამ დროს ზესახელმწიფოები, ერთ მუჭად შეკრული ,მართლმორწმუნე ერები? სად არის ევრობა, ნუთუ შეშფოთებასაც აღარ გამოთქვამს, ფორმალურად მაინც?! სად არის უძლეველი რუსეთი, თავისი ძლევამოსილი მმართველებით, რომელთაც ასე უღვიოდათ გულები უფლის სიყვარულით? სად არის სამღვდელოება- უზენაესი ძალა? სად არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი?! ყველა დუმილს არჩევს.ასე უფრო მარტივია.
დუმს ჩვენი ქვეყანაც – ქრისტიანული სარწმუნეობის მძლავრი კერა. არც პატრიარქი გამოსულა განცხადებით,მოწოდებით და არც წირვა-ლოცვა აღუვლენია არსად.

ჩვენ ვიყავით შარლი. გვეტკინა და განვიცადეთ. ახლა სიკვდილი სირიელ უდანაშაულო ბავშვებს სტუმრობს . რა გრძნობა გვეუფლება, როცა ყელგამოჭრილი ბავშვების უსულო სხეულებს ვუყურებთ ? ნუთუ არ გვიდგა მათი სიკვდილჩაბუდებული თვალები წინ, ნუთუ არ გვიკარგავს მოსვენებას?! თვალები,რომლებიც დამხარებას ითხოვენ, რომლებიც ყველამ დაივიწყა.
ამ კადრების გავრცელებათან ერთად გაჩნდა პოპულისტური განცხადებებიც. სურვილი იმისა, რომ იზრუნო უმწეო ბავშვებზე, თუნდაც მათი შვილად აყვანის იდეა, კარგია, მაგრამ ამის აფიშირება საჯაროდ ,მხოლოდ და მხოლოდ ყალბი პათოსია .
ამგვარი სენსიტიური თემები, თავის წარმოჩინების არაჩვეულებრივი საშუალებაა ნამდვილად. მით უფრო, მართლაც ,დაიწყო ერთგვარი შეჯიბრი, ასირიელ ბავშვთა შვილად აყვანის მსურველთა შორის. მარტივია ლაპარაკი. თვითკმაყოფილება დაუფლებულნი,რეალურად არაფრის გამკეთებელნი არიან. სასაცილოა მათი თეორიული ,არშემდგარი კეთილშობილებაც. ღვთისნიერებისა და ანგელოზური ბუნების წარმოჩინება ამგვარი ფორმით ამაზრზენია. თუ მართლაც გულწრფელია სურვილი, ყველაფრის მოგვარება შეიძლება ჩუმად , გაუჟღერებლად, პუბლიკისა და მედია სივრცის გარეშე. მაგრამ არა, ხალხმა უნდა ნახოს რა კარგები ვართ. ❤

ხო,კიდევ, გამოდიან ანაფორიანი ნაბიჭვარი -მამა ბოტკოველები ( ნეტარი მამა ბოტკოველი -საპატრიარქოს პრეს-მდივანი, კარგი და მართალი ადამიანი) და ჩვეულივი ინფანტილურობით აცხადებენ, რომ სირიაში მომხდარ ამბებზე რეაგირება საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის, რომ დევნა და ადამიანთა ხოცვა-ჟლეტვა ჩვეულებრივი მოვლენაა ,რომელსაც უნდა შევეგუოთ , გავითავისოთ , რადგან თუ დახმარებას რაიმე ფორმით შევეცდებით, ამით საფრთხეს შევუქმნით ქვეყანას, რომელსაც თავისი პრობლემებიც ეყოფა. ეხ, მამაო, ღვისმსახურს და  მონა-მორჩილს არ შეგშვენით ამგვარი ადამიანურობა მოკლებული განცხადებების გაკეთება. დიდი პატივისცემის მიუხედავად ,არ შემიძლია არ გითხრათ, რომ დიდი ნაბიჭვარი ხართ ❤

უამრავი ფარისევლური და ფსევდო სათნოებით განმსჭვალული განცხადებები გაჟღერდა, იყო უსაზღვრო ინდეფერენტულობაც . უმოქმედობა და თვალის დახუჭვა. ბავშვები კი ისევ იხოცებიან, ისევ ხდებიან უსასტიკესი ტერორიზმის მსხვერპლნი და ისედაისევ უშედეგოდ ელიან დამხარებას.
პატარა სირიელმა გოგონამ წავალ და ღმერთთან ვიჩივლებ თქვენზეო. უპატიებელია უმოქმედობა მოკვდავთა მხრიდან, უპატიებელია და საძულველი. მაგრამ,მაინც, სად არის ამ დროს ღმერთი?! მოკვდავთა სამყაროში ბავშვებს ცოცხლად წვავენ და თავებს აჭრიან. ბავშვები კი არ უნდა კვდებოდნენ,არა. სად არის ღმერთი?!