ერი, რომელსაც ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი ფანატიზმი და გულიც სარწმუნეობრი ღვაწლის, გამძაფრებული განცდით უძგერდა, კვლავ განაგრძობდა წმინდა გზით სიარულს.
სწორედ ამიტომ ,მართმადიდებელმა საზოგადოებამ, აწ უკვე უწმინდურად შერაცხულ, მოყვასის წარმწყმედელ ნინია კაკაბაძეს არ აპატია “პატრიარქის birthday party ” -ისადმი (ვციტირებ , მეგობრებო, დამშვიდდით 😀 ) მიძღვნილი , საკუთარი სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც მიზნად არ ისახავდა მსგავსი აღმაშფოთებელი რეაქციების გამოწვევას.

თუმცა ერი აღშფოთდა, განმძვინვარდა. მათი “სიწმინდის” აუგად მოხსენიებამ , მათივე რწმენა დააკნინა და შეურაცხყო. ასე და ამგვარად, პატრიარქის კულტი პოზიციებს არ თმობს და ის კვლავ რჩება ქართველთ გულზე მჯიღის ცემის საბაბად და ძრწოდეს ის, ვინც რაიმე ფორმით განიზრახავს, არაკეთილმოსურნოება გამოიჩინოს კერპების მიმართ. ჰოი, ურჯულო, უკეთურო ადამიანო! შეურაცხყოფილი რწმენით ცხოვრება სიკვდილია ! :დ

საკუთარი შეხედულების დაფიქსირება ცოდვა არ არის. არც პატრიარქისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა არის უწმინდურობის საწინდარი. არც ჩვენ ვართ ერთმორწმუნე ერი ( ხდება ხოლმე : დ) და არც რელიგიური ტაბუები არსებობს .

საამაგიეროდ გაუგებარი მოძღვრებები მძვინვარებს, რომლებიც გზღუდავს და მთელ რიგ შემთხვევებში, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გიქადის. ან ჯვარზე გაკვრას ან ანათემას გადაცემას ან..ან… მხოლოდ იმიტომ რომ გამეფებული დოგმების არ გწამს, არ გწამს სრულყოფილების, ცრუ ჭეშმარიტებების და გძულს რელიიგის სახელით მოქმედი მოძალადეები.

ასე რომ, ერთ მუჭად შეკრული ქვეყნის უმწიკვლო შვილებო, თქვენ, ვინც უდრტვინველად ცხოვრობთ კერპების აღორძინების ხანაში და გულსაც უხარია,ვინც ” სკრუპულოზური” წარმოდგენებით იწამლავთ ცნობიერებას, გახსოვდეთ ,რომ კერპებიც იმსხვრევიან, ოდესღაც. ფუნდამენტალურად მცდარი მოსაზრებების მიუღებლობა კი ,ვერავის აიძულებს მიკროსოციუმში ჩაკეტვას,თქვენდა სამწუხაროდ.

სულ ეს იყო. ალბათ ოდესმე გვეშველება
პ.ს. პოსტის ავტორი ათეისტი არ არის. (განვმეორდები კვლავ და ვალდებულიც ვარ :დ)
არც პოსტი ისახავს მიზნად ” ქართველობის”, “რწმენისა”და “სიწმინდეების” წართმევას.