ერის  პიზდეცინტელექტუალიზმი. მარაზმად ქცეული ტრადიციები. გაუგონარი  ფამილარობა . ფანატიზმი. ხალხი შეძახილით :”რწმენა”! “მორალი”! “ღმერთი”! “შეჩვენება”! ურთიერთგამომრიცხავი დებულებები, ცრუ ბრალდებები. ღვთისნიერი  მორწმუნეები  და  დისკრიმინაცია. კმარა!

მე რომ ჩემს ქვეყანაში ლიბერალიზმი მინდა, ეს კიდევ ცალკე თემაა  და ალბათ ,აუსრულებელი  ოცნებაც. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი რეალობა  ამაზე მეტყველებს.. კანონი , რომელმაც  მართლმადიდებელი საზოგადოება შეძრა, ( P.s მეც  მართლმადიდებელი ვარ და მსგავსი არაფერი განმიცდია)არაფერი თუ არა ,ჩაგვრის წინააღმდეგ გაფორმებული დოკომენტი, რომელშიც ერთი სრულიად უწყინარი პუნქტი ლგბტ პირებსაც შეეხოთ.

შემდეგ იყო ქაოსი. ერის ხმა და ღაღადისი. ანაფორით შემოსილი პირები ურყევად იდგნენ სარწმუნოების სადარაჯოზე. ისინი საუბრობდნენ ღმერთზე, რომ უფალმა… რომ ცოდვაა..რომ ..რომ…

ამ საერთო არეულობის დროს ნეკროფილიის და პედოფილიის  თემასაც შეეხნენ,   რომელთაც ვგონებ არსებულთან არანაირი კავშირი არ აქვს და ახლაც ვერ ვხვდები რატომ და რისთვის, ალბათ ,ერთგვარი სიტყვის მასალაა .შემდეგ  გაჩნდა  მოსაზრებები : “ლგბტ პირები ცუდები არაინ”, “ლგბტ პირები ამორალურები არიან “, “ლგბტ პირები ცოდვილები  არიან”, “ლგბტ  პირები ავადმყოფები არიან”.. .

ლგბტ  პირებიც  ადამიანები არაინ, თუმცაღა მე წინააღმდეგი  ვარ ერთსქესიანთა ქორწინების , არანაკლებ წინააღმდეგი ვარ მათი ჩაგვრის და მძულს ყველა მოძალადე. იმ სარწმუნოებრივ ღვაწლზე მოქადაგე ხალხს კი მინდა შევახსენო ,რომ ღმერთისთვის მნიშვნელობა არ აქვს სქესს, ასაკს , ორიენტაციას ,განაღა პირობითად, 39 წლის ჯანსაღი ორიენტაციის ადამიანი უცოდველი და უმწიკვლო სულის პატრონი შეიძლება იყოს?! არ მესმის..რატომღაც ახლა უცოდველობაზე ყველა თავს სდებს. ალტერნატიური საშუალება კი ანაფორით შემოსვაა. (არა, არც ათეისტი არ ვარ).

ამ  მოკლე პერიოდში ჩემთვის   ბევრი ლატენტური რამ გაცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ნათლად აღვიქვავდი ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, ახლა ეს აღქმა ერთიორად გამიმძაფრდა. ადრეც მსმენია გაკერპებულ პატრიარქზე, ფანატიზმით შეპყრობილ და დოგმების უღელქვეშ მოქცეულ ხალხზე, მაგრამ ახლა..ახლა უკვე მიმძიმს ამის ყურება, მოსმენა და გაცნობიერება, ახლა უკვე ტელევიზიით გადმოსცემენ მამაოების გაცხადებულ აღსარებებს, დედაოების ხელჩართულ დავას, წმინდანის ცხედრის აღმოყვანებას სასწაულებს აწერენ… კმარა!

ქაოსია, უღმერთოება  და  ანარქია.. უდაბნოში მოწყურებულთ ვემსგავსებით, რომელნიც თავისივე სხეულიდან ამოწოვილი სისხლით ცდილობენ წყურვილის  მოკვლას.  გვშია .  ერთმანეთის სისხლი  გვწყურია.  გვტკივა…

getImage